ახალი ამბები

ძლიერ მიწისძვრას ერთი ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 69 ადამიანი… – ტრაგედიის დეტალები და ვიდეო თურქეთიდან

თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა, – ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

         

მინისტრის ინფორმაციით, ბიძგები მუღლასა და სხვა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა.