„სოროებში არიან, ეძებენ მეძებარი ძაღლები” – ვის უძღვნა მწვავე ფრაზა ოთარ ტატიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით?
მსახიობი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი, 31 მაისს, „კვარას” პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ხვიჩას უახლეს წარსულში, მისი ნიჭისა და შესაძლებლობების {ვითომ არ ქონის გამო} აკრიტიკებდა.
ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით – ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე და სიმართლეც დაიჯერეთ, ხვიჩა საუკეთესოა მსოფლიოში”, – ამბობს ოთარ ტატიშვილი.
რეპლიკის სახით კი თანაწამყვანმა გოდერძი შარაშიამ კრიტიკოსებზე ჰკითხა, თუ სად არიან დღეს ისინი:
გოდერძი შარაშია: სად არიან კრიტიკოსები შემძვრალი?
ოთარ ტატიშვილი: სოროებში, ეძებენ მეძებარი ძაღლები.