ახალი ამბები

ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა – თვითმფრინავი ჩამოვარდა

მცირე ზომის თვითმფრინავმა, რომელიც გერმანიიდან ალპების მიმართულებით მიემგზავრებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. მედიის ცნობით, შედეგად, ყველა მგზავრი დაიღუპა.

თვითმფრინავი ზალცბურგის ფედერალური პროვინციის ვალდ იმ პინცგაუს მახლობლად ჩამოვარდა. პოლიციის ინფორმაციით, მას დაცემის შემდეგ სავარაუდოდ ცეცხლი გაუჩნდა.

ბორტზე ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, გერმანიის მოქალაქეები იყვნენ. ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება დაწყებულია.