“ქართული ოცნების” მიერ კახა კალაძის დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენას კლინიკა “ვივამედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე ესწრებოდა, რომელიც “ტვ პირველისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
- ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციაზე იყო.
“თქვენმა ტელევიზიამ მკვლელი მეძახა, მომიხადეთ ბოდიში? მკვლელი მეძახეთ, მომიხადეთ ბოდიში? თქვენ კეზერას მოპარული ფულებით ხართ ახლა აქ, ხაზარაძის ფულებით ხართ.
ჩემს შვილთან თქვენ რა ხელი გაქვთ, თქვე კომუნისტებო, თქვე ბოლშევიკებო, თქვენ ჩემს შვილთან რა ხელი გაქვთ?! თქვენ ხართ თაღლითები, მოპარული ფულებით დაფინანსებულები, რომლებიც ასე ხართ მათხოვრებად.
ჩემი შვილი არ იყო ნაცემი, ფეხი წამოკრა და თვითონ თქვა, რომ ფეხი წამოვკარიო, ამოიღეთ ჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ ნაცემი იყო. არ დაშავებულა. ჩემი შვილისთვის თითი არავის არ დაუკარებია. ერთი დღე იყო მისული აქციაზე, წამოკრა ფეხი, თავად წაიქცა”, – თქვა ნინო ნადირაძემ.