ახალი ამბები

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.მიწისძვრის ეპიცენტრი სან დიეგოს ოლქში მდებარეობდა, მაგრამ ბიძგები იგრძნობოდა ჩრდილოეთით, ლოს-ანჯელესამდე.

         

სან დიეგოს სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაშავების ან ნგრევის შემთხვევა არ ყოფილა.