ახალი ამბები

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

         

ვერძი

ნუ შეშინდებით. ნათესავებს, კოლეგებს და მეგობრებს კარგად ესმით თქვენი მდგომარეობა და სირთულეების დროს გვერდით დაგიდგებიან. მათი დახმარებით ნებისმიერ სირთულეს სწრაფად გადალახავთ. საყვარელი ადამიანებისთვის ბევრის გაკეთება მოგიწევთ. თამამად იმოქმედეთ და არაფრის შეგეშინდეთ. გახსოვდეთ, რომ ძლიერი ადამიანის წინაშე ყველა კარი იღება.

კურო

საუკეთესო დროა, რომ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროთ. თქვენი შინაგანი განწყობა საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ ან პროფესიული ცოდნა გაიღრმაოთ – ეს მომავალში ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას გაგიჩენთ. ამ დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია თქვენთვის ფასეული აღმოჩნდება.

ტყუპები

წინ რთული დღე გელით, თუმცა გზაზე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. წარმატებამდე წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა და მისი თანმიმდევრული განხორციელება მიგიყვანთ. სასურველი მიმართულებით ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიდიხართ. უცხო ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული იქნება, რადგან მუდმივად მოგიწევთ საკუთარი სიტყვები და ქცევები აკონტროლოთ. თანდაყოლილი ინტუიცია სერიოზულ პრობლემებს თავიდან აგარიდებთ.

კირჩხიბი

თქვენი განათლება და გონიერება ადამიანებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობი შეიძლება დროთა განმავლობაში თქვენი საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერი გახდეს. ახალი იდეები ხელმძღვანელობას გაუზიარეთ და შეიძლება მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ. შეიძლება სასურველი დღესვე ვერ მიიღოთ, მაგრამ თქვენს ნაშრომს ყურადღებას მიაქცევენ და შეიძლება მალე დაწინაურება შემოგთავაზონ.

ლომი

ეს დღე წარმატებით ჩაივლის, განსაკუთრებით — თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ. შესაძლოა, უახლოეს ხანში თანამშრომლობის შეთანხმებას დადებთ, რომელიც სარგებელსა და ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. ნუ უგულებელყოფთ უფროსი ადამიანების რჩევებს, მაგრამ ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

ქალწულები

ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, რადგან მათი რეალური მიზნები თქვენთვის უცნობია. ეცადეთ საკუთარ თავში ინტუიცია, საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი განავითაროთ. ურთიერთობაში პირად საზღვრებს არ გადააბიჯოთ, რომ თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენონ.

სასწორი

წინააღმდეგობებით სავსე დღეა – მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ამ დღეს ადამიანები თქვენი წარსული ქმედებების მიხედვით დაგაფასებენ. თუ კეთილი საქმეები აკეთეთ, დღე მშვიდად ჩაივლის, თუ არა – ბევრი ქაოსი გელით. მოიცილეთ უარყოფითი აზრები, გონება გაიწმინდეთ სასიკეთო საქმეებზე იფიქრეთ. ნუ დაიზარებთ მათ დახმარებას, ვისაც დახმარება სჭირდება.

მორიელი

ეს დღე სარისკო ქმედებებისა და სპონტანური ინიციატივებისთვის არახელსაყრელია. ახალი ნაცნობობა სირთულეების გარდა არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ინიციატივის გამოჩენას მოერიდეთ. რუტინული საქმეებით სავსე დღეა. დაგროვილი ამოცანების მოგვარებას ცდილობთ, მაგრამ დახმარების გარეშე ამის გაკეთება რთული იქნება. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად – თუ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ხელსაყრელი დროა ძველი ოცნების განსახორციელებლად. ახლობელი ადამიანები მხარს გიჭერენ და სწორ რჩევას მოგცემენ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად სტაბილური მდგომარეობა გაქვთ, დამატებითი შემოსავლის მიღებას შეძლებთ. ეცადეთ შემოქმედებით სფეროში მეტი იაქტიუროთ და დაბრკოლებების არ შეგეშინდეთ – ამ დღეს ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით.

თხის რქა

ამ დღეს დაწყებული პროექტები წარმატებით განხორციელდება, თუმცა, გადაჭარბებული ამბიციები შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს. გირჩევთ, უცნობ ადამიანებს თავაზიანად მოექცეთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. ამ დღეს სიმშვიდე თქვენი საუკეთესო დამხმარეა.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება თქვენს ავტორიტეტს საფრთხე დაემუქროს, ამიტომ ნათქვამის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და კრიტიკა მშვიდად მიიღეთ. შუადღის შემდეგ გაიგებთ ამბავს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას მოულოდნელად შეცვლის. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ.

თევზები

ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის დაუფლების ან სამსახურის შეცვლისთვის. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ და სიხარულს მოგიტანთ. უმჯობესი იქნება, ცხოვრების წესს გადახედოთ და, სულ მცირე, ერთ მავნე ჩვევაზე მაინც უარი თქვათ.