გორში, დღეს დილით მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე, სროლას შემთხვევის ადგილზევე ემსხვერპლა მისი შვილი.

არსებული ცნობებით, სავაჭრო ცენტრ “გალერეასთან” მამა-შვილს მოვაჭრემ ესროლა.

შსს-ს ინფორმაციით, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.