Team arrow ახალგაზრდა ბიჭის, ლუკა სომხიშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„უმძიმესი დრო დგას Team arrow-ს რიგებში. სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი გუნდის მოთამაშე ლუკა სომხიშვილი. ადამიანი, რომელიც არ იყო რიგითი მოთამაშე, მან არაერთხელ გადაარჩინა გუნდი დაშლას, იგი ყოველ წამს იდგა ჩვენს გვერდით. ის იყო პიროვნება, რომელმაც სიცოცხლე გაიღო საყვარელი ადამიანების გადასარჩენად. გმირი არა მარტო გუნდის, ჩვენი, არამედ სრულიად საქართველოსი. უდიდესი პიროვნება იყო ლუკა, უდიდესი და ვერავინ წარმოიდგენდა მის ასე უდროო წასვლას, ასეთ ნაადრევ ასაკში.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ის, რომ ჩვენი ძმის ხსოვნა სამარადისოდ შემოვინახოთ, აწი, თითოეული თამაში, თითოეული გამარჯვება და თითოეული გოლი მისი ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი. გუნდი ხმარებიდან ამოიღებს N2 მაისურს.

უდიდესი ტკივილი ხარ ლუკა, ძმაო. შენი საყვარელი ხალხი ყოველთვის ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ზეციურ სამყაროში გაგახაროთ. მოგეხსენებათ, ლუკა მოღვაწეობდა კიბერ სპორტშიც და ცნობილი გუნდის HEROICIS ლიდერი გახლდათ. ასევე ვუსამძიმრებთ ორგანიზაციას ამ უდიდეს დანაკარგს.

დაე, განაწესოს უფალმა შენი სული იქ, საცა მართალნი განისვენებენ. სამარადისოდ დარჩები ჩვენ გულებში! იმ გულებში, რომელიც თან წაიღე! მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე!

და მადლობა ყველაფრისთვის რაც პირადად ჩემთვის როგორც მეგობრისთვის გააკეთე.
მშვიდად განისვენე მეგობარო!“ – ვკითხულობთ Team arrow-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.