ახალი ამბები

რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ ლიაონინგში, ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

         

მედიის ინფორმაციით, ხანძარი სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:25 საათზე გაჩნდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელისუფლებას მოუწოდა, ყველანაირი ძალისხმევა გამოიყენონ დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად.

მედიის ცნობით, გამომძიებლებს ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით არ დაუდგენიათ.