რო­გორც Ambebi.ge-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, ბავ­შვი ეზო­ში მდე­ბა­რე აუზ­ში ჩახ­ტა, სა­ი­და­ნაც მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნეს. ამოყ­ვა­ნი­სას ლა­ზა­რე გონ­ზე იყო, თუმ­ცა შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.ოჯა­ხის კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ რო­გორც ჩანს, ბავ­შვს ფეხი და­უ­ცურ­და და აუზ­ში ჩა­ვარ­და:”ლა­ზა­რე მე­ზობ­ლის ბავ­შვთან ერ­თად თა­მა­შობ­და, მერე შინ მი­ა­ცი­ლეს, ის კი აუზ­თან მი­სუ­ლა და მისი ავ­სე­ბა მო­უნ­დო­მე­ბია, წყლის მოშ­ვე­ბა სცოდ­ნია. აუზი ბი­ძის ეზო­ში აქვთ, რო­მე­ლიც მათ გვერ­დით ცხოვ­რობს. რო­გორც ჩანს, ფეხი და­უ­ცურ­და და ჩა­ვარ­და, თვი­თონ არ ჩახ­ტე­ბო­და, ბავ­შვს წყლის შიში ჰქო­ნია.

ლა­ზა­რე არა­ვის და­უ­ნა­ხავს.

როცა სახ­ლში წყა­ლი მო­უშ­ვი­ათ, და­ბა­ლი წნე­ვით მო­დი­ო­და და მიხ­ვდნენ, აუზ­ში იყო წყა­ლი გაშ­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც გა­ვიდ­ნენ, ბავ­შვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს აუზ­ში. მა­შინ­ვე რუ­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი დიდ­ხანს ცდი­ლობ­და მისი გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბას და შეძ­ლო კი­დეც, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ბავ­შვს ტვი­ნი ჰქონ­და გა­თი­შუ­ლი, ფილ­ტვე­ბი კი წყლით სავ­სე.

ამის შემ­დეგ ლა­ზა­რე ბა­თუმ­შიც წა­იყ­ვა­ნეს და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. ექიმს უთ­ქვამს, სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ აქვს, გა­დარ­ჩე­ნის ძა­ლი­ან და­ბა­ლი შან­სი­აო. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო ლა­ზა­რე, არ ვიცი, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნენ მისი მშობ­ლე­ბი ამ ამ­ბავს. ყვე­ლა­ნი დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი ვართ”, – ამ­ბობს Ambebi.ge-სთან გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.