ახალი ამბები

ტანსაცმლის ბაზრობა იწვის: მოვაჭრეები სასაწყობე ფართების იმ ნაწილის დაცლას ცდილობენ, სადაც ამ დროისთვის ხანძარი გავრცელებული არ არის” – ამ წუთებში ვაგზალზე დიდი უბედურება ხდება (ვიდეო)

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები პირველ კომენტარს აკეთებენ.

         

როგორც ისინი აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა.

“სულ ყველაფერი დაიწვა, არაფერი დარჩა. კოშმარი იყო ისეთი დაკვამლიანება იყო. მეორეული ტანსაცმლის ნაწილიც დამწვარია. ერთიანად არის გაჩენილი ხანძარი. ისეთი შავი კვამლი გამოდიოდა….”, – აღნიშნავენ მოვაჭრეები.

მათივე თქმით, ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

“როდესაც მოვედი, 06:15 საათი იყო. დავრეკეთ მალევე სამაშველო სამსახურში. ხანძარი მალე გავრცელდა”, – აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.

როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ამ წუთებში მოვაჭრეები ცდილობენ სასაწყობე ფართების ის ნაწილი დაცალონ, სადაც ხანძარი არ არის.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.