ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარზე
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილ ქალს ჭრილობა გულ–მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე უცნობია, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
როგორც ცნობილი ხდება, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც «პრაიმტაიმს» შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს