4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
ვერძი
მეტად დააკვირდით და ნაკლები იმოქმედეთ, შემდეგ შეძლებთ მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანას არა მხოლოდ იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც იმყოფებით, არამედ გარშემო მყოფებზეც.
კურო
ნეგატიური ემოციების გამოვლენა ახლობელ ადამიანებზე ენერგიულ ზიანს მიაყენებს არა იმდენად მათ, რამდენადაც თქვენ. ამიტომ ნეგატივისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
ტყუპი
ნებისმიერი ნეგატივი უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე. ამიტომ აუცილებელია მისი თავიდან აცილება ყველა შესაძლო საშუალებით: საუკეთესოა ფოკუსირება იმაზე, რასაც დადებითი ემოციები მოაქვს.
კირჩხიბი
განწყობის ცვალებადობამ შეიძლება გაართულოს როგორც სამუშაო პროცესი, ასევე ურთიერთობა კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან, ამიტომ უნდა დაძლიოთ იგი.
ლომი
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ახლობლებს, რომლებიც ბოლო დროს დავიწყებული გყავდათ, სასწრაფოდ გამოასწორეთ სიტუაცია.
ქალწული
დღეს ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ემოციები. ამიტომ ეცადეთ, სისულელეების გამო არ აიშალოთ ნერვები. გაერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გაგაბრაზოთ.
სასწორი
გეკრძალებათ ნებისმიერი ჩარევა სხვის კონფლიქტში, განსაკუთრებით “კეთილი ზრახვებით”, გახდებით დამნაშავე სხვა ადამიანების კამათში.
მორიელი
დილიდან დაიძაბება სიტუაცია, საღამოს კი შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი აფეთქება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ შეზღუდოთ ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან.
მშვილდოსანი
ცუდი განწყობისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება სამუშაოა, ამიტომ მიუხედავად დასვენების დღისა, შეეცადეთ მაქსიმალურად დაიტვირთოთ თავი ისე, რომ დროც კი არ გქონდეთ ცუდზე ფიქრისთვის.
თხის რქა
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიკაროთ ნეგატივი. თუ დილიდანვე დაიწყებთ იმის თქმას, რომ მხოლოდ კარგი და სასიამოვნო მოვლენები ხდება თქვენ ცხოვრებაში, მაშინ ეს რეალურად მოხდება.
მერწყული
შეიძლება დაგეუფლოს უკმაყოფილების შეგრძნება საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ, მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებთ. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ დღის მთვარის ენერგიების გავლენაა და რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის.
თევზები
თქვენი საყვარელი ადამიანები შეიძლება არასათანადოდ მოიქცნენ, რაც მთელი დღის განმავლობაში გაგაღიზიანებთ: შეეცადეთ გაიგოთ, ამის მიზეზი და დარჩეთ კეთილგანწყობილი მათ მიმართ.