“მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდა იყო”- ახლახან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
აშშ-ში, დასავლეთ ტეხასსა და სამხრეთ აღმოსავლეთ ნიუ მექსიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდა იყო
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 6.27 კილომეტრი იყო.
სამაშველო სამსახურებში აცხადებენ, რომ მიწისძვრა ბევრმა მაცხოვრებელმა იგრძნო, მაგრამ შეტყობინება ნგრევისა და რაიმე სახის დაზიანების შესახებ არ შესულა.