მექსიკაში, ჩიაპასის შტატში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის ეროვნულმა სეისმოლოგიურმა სამსახურის (SSN) ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი 269 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.