ახალი ამბები

ვრცელდება ვერსია, რა გახდა ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

         

როგორც გამოცემას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა, დავით მერაბიშვილმა განუცხადა, დაღუპული 2 წლისაა და ის პროზექტურაშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.