სავარაუდო მიზეზი ცნობილი ხდება: რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც ბაღში ძილში გარდაიცვალა
ჩვენ რაც ვიცით, ის ინფორმაციაა, რომ ბავშვს ბაგა-ბაღში მიყვანისთანავე მალევე აუწია ტემპერატურამ. რაც აღმზრდელებმა მაშინვე შეატყვეს. პარალელურად, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც. შესაძლოა, სანამ ესენი მოვიდოდნენ, ბავშვს ძალა გამოეცალა და აღმზრდელის ხელში ჩაეძინა. მაგრამ საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო, ყველაფერი საბედისწეროდ სწრაფად მოხდა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს გარდაცვალების მიზეზი რა იყო. ამ პატარა ანგელოზ ბიჭს რაიმე ინფექცია ჰქონდა თუ სხვა დაავადება. გამძლეობა მინდა ვუსურვო უპირველესად მის მშობლებს და ახლობლებს. არავის არასოდეს ვუსურვებ მსგავსი ტრაგედიის თუნდაც მოწმე გახდეს. ნათელი პატარას სულს.