ახალი ამბები

ავტობუსი კლდიდან გადავარდა – არის დიდი მსხვერპლი

 შრი-ლანკაში ავტობუსის ავარიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულია 14 ადამიანი.

         

უბედური შემთხვევა მთის ქალაქ კოტმალესთან ახლოს მოხდა. ავტობუსი კლდიდან გადმოვარდა. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.