ახალი ამბები

ვრცელდება უმძიმესი ვიდეო – 23 წლის ბლოგერი” TikTok-ზე “ლაივის” დროს მოკლეს

         

23 წლის მექ­სი­კე­ლი ბლო­გე­რი TikTok-ზე პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვის დროს მოკ­ლეს.

  • მექ­სი­კის პრო­კუ­რო­რე­ბის ცნო­ბით, გვა­და­ლა­ხა­რა­ში მცხოვ­რებ ვა­ლე­რია მარ­კესს მის სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში პირ­და­პი­რი ეთე­რი მიჰ­ყავ­და, რა დრო­საც მა­მა­კა­ცი შე­ვი­და და ქალს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მარ­კე­სი, ზა­პო­პა­ნის გა­რე­უ­ბან­ში, სა­კუ­თარ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში, მა­გი­დას­თან იჯდა, ხელ­ში სა­თა­მა­შო ცხო­ვე­ლი ეჭი­რა და პირ­და­პირ ეთერ­ში სა­უბ­რობ­და. რამ­დე­ნი­მე წამ­ში მას სა­სიკ­ვდი­ლოდ ეს­რო­ლეს. ჩა­ნა­წე­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­წყდა, რაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა მისი ტე­ლე­ფო­ნი აიღო და პირ­და­პი­რი ეთე­რი შე­წყვი­ტა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მკვლელ­მა ქალს მო­ა­ტყუა, რომ მის­თვის სა­ჩუ­ქა­რი მიჰ­ქონ­და.

პო­ლი­ცია ად­გილ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 6:30 სა­ათ­ზე (12:30 GMT) მი­ვი­და და ქალ­ბა­ტო­ნი მარ­კე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა.

ქალს TikTok-სა და Instagram-ზე ჯამ­ში 200 000 გა­მომ­წე­რი ჰყავ­და. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მას გლო­ვო­ბენ.

სა­პო­პა­ნის მე­რის ხუან ხო­სეს გან­ცხა­დე­ბით, ქალს მა­ნამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის არა­სო­დეს მი­უ­მარ­თავს და არა­ნა­ი­რი სა­ჩი­ვა­რი მისი მხრი­დან არ ფიქ­სირ­დე­ბა. ხა­ლის­კოს შტა­ტის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი დად­გე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა საქ­მეს ფე­მი­ცი­დის მუხ­ლით იძი­ე­ბენ.

გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბა ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მექ­სი­კა­ში. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, პარტნი­ო­რე­ბი ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად 10 ქალს ან გო­გო­ნას კლა­ვენ.

წყა­რო