დედა და 3 მცირეწლოვანი შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
აშშ-ში, ორეგანოს შტატში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშვები 2, 5 და 7 წლისები იყვნენ.
ჯერჯერობით პოლიციას არ უთქვამს რა იყო გარდაცვალების მიზეზი. ჯერჯერობით არ სახელდება გარდაცვლილთა ვინაობაც.
პოლიციას მათი გარდაცვალების შესახებ მამაკაცმა შეატყობინა, რომელიც სახლში დაბრუნდა და ცხედრები იპოვა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.