ახალი ამბები

უმძიმესი ტრაგედია მოხდა – შემზარავი ამბის დეტალები: დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის 4, 5 და 11 წლის ბავშვები

ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ნიუ-იორკის მერზე, ერიკ ადამსზე დაყრდნობით ავრცელებს.

         

მერის თქმით, ხუთსულიანი ოჯახი ესპანეთიდან იყო, მეექვსე დაღუპული კი – პილოტია. ოთხი მათგანი დაღუპულად ადგილზე გამოცხადდა, ორი კი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამასთან, გამოცემა ABC News-ს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დაღუპულია ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ის, აღმასრულებელი დირექტორი ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ავგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე, მერსე კამპრუბი მონტალი და მათი შვილები – 4, 5 და 11 წლის ბავშვები. ABC News-ს ორმა ესპანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ოჯახი ნიუ-იორკს ბარსელონადან სტუმრობდა.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.