ახალი ამბები

სოფლის თითქმის 90% ჩამოშლილმა კლდემ დაფარა – როგორ გადაურჩა 300 მოსახლე სტიქიას? მეწყრის ჩამოწოლის უმძიმესი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

შვე­ი­ცა­რი­ა­ში კლდი­სა და ყი­ნუ­ლის უზარ­მა­ზა­რი მასა ჩა­მო­ი­შა­ლა და ალ­პურ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი სო­ფე­ლი მთლი­ა­ნად და­ფა­რა. სტი­ქი­ას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სიფრ­თხი­ლის მიზ­ნით.

         

ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, ასე­ვე შვე­ი­ცა­რი­ულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე გავ­რცელ­და

  • მე­წყე­რი ბლა­ტე­ნის მახ­ლობ­ლად, სამ­ხრეთ ლოტშენ­ტა­ლის ხე­ო­ბა­ში ჩა­მოწ­ვა. მი­წის მა­სა­ში სახ­ლე­ბი და შე­ნო­ბე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ი­ძი­რა.

რე­გი­ო­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ და­კარ­გუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, 64 წლის მა­მა­კა­ცი და სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თერ­მუ­ლი კა­მე­რის მქო­ნე დრო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სოფ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 90% გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, უდი­დე­სი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და”, – გა­ნა­ცხა­და რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­როს­მა სტე­ფან გან­ცერ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლის ზე­მოთ მდე­ბა­რე მყინ­ვა­რის დიდი ნა­წი­ლი მო­წყდა, რა­მაც მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე და­მარ­ხა იქ არ­სე­ბუ­ლი მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი. ეს კი კაშხლის წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ზრდის.

“არ­სე­ბობს რის­კი, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს”, – ამ­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

  • ბოლო დღე­ებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ახ­ლო­ე­ბით 300 ადა­მი­ა­ნის, ასე­ვე ყვე­ლა პი­რუ­ტყვის ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რად­გა­ნაც წი­ნას­წარ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

შვე­ი­ცა­რი­ელ­მა გლა­ცი­ო­ლო­გებ­მა არა­ერ­თხელ გა­მოთ­ქვეს შეშ­ფო­თე­ბა ბოლო წლებ­ში მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის შე­სა­ხებ, რაც დიდ­წი­ლად გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.