მსუბუქი სატვირთოს შეეჯახა: არის მსხვერპლი, დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ – საშინელი ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და “მერსედესის” მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.