გარდაიცვალა ქუთაისის კოლორიტი, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ექიმი
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ქალაქის კოლორიტი, ექიმი დავით ჭაჭიაშვილი.
“დავდგები ცერზე როგორც ავაზა ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს
მერე მოვკვდები ისე ლამაზად
ვით დაიბადა ეს ყველაფერი!
წავიდა ლეგენდა, წავიდა სიკეთე, წავიდა ქუთაისის ნაწილი, წავიდა კაცობა, წავიდა მამა და ბაბუა! ის კაცი იყო რომელიც მისალმებისას ქუდს იხდიდა თავზე, ის კაცი იყო რომელსაც შეეძლო საათობით ესმინა და ხმა არ ამოეღო, ის კაცი იყო რომელზეც მოვუყვები შთამომავლობას, ის კაცი იყო რომელიც დაიდიოდა ქუთაისში და მიწა იძვროდა, ის კაცი იყო რომლის ზარზეც ხალხი ფეხზე დგებოდა, ის კაცი იყო რომელმაც იცოდა რა იყო ურთიერთობა და კაცობა, ის კაცი იყო რომელმაც გაზარდა მედიცინის მრავალი თაობის მუშაკი, ის კაცი იყო რომლის მაგალითებზეც ხალხი აღიზარდა, ის კაცი იყო რომელმაც შეაყვარა და ასწავლა შვილიშვილს კაცობა, გვერდით დგომა, ურთიერთობა, გაჭირვებულთან განაწილება, სუფრა, ადამიანობა, სიხარული და მწუხარება.
ის იყო კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს!!!
ერთხელ მითხრა:” აქედან ჩვენ ხეჭეჭურის ნერგის დასარგველად მივდივართო”.
ნუ გეშინია ბაბუა გაზაფხული ისევე მოვა
” – წერს სოციალურ ქსელში დავით ჭაჭიაშვილის შვილიშვილი.
“ის კაცი იყო რომელიც დააკლდა ქალაქს”
“რა დასანანია!!!საოცარი ადამიანი!!
ჩემი პედაგოგი!!როგორი მოწიწებით გვესალმებოდა მის სტუდენტებს!!
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!!”
“კიდევ ერთი გამორჩეული ნამდვილი ინტელიგენტი ქუთაისელი დააკლდა ქალაქს…
როგორ მენანები დავით ზახარიჩ” – წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.