“მისცა ბავშვებს ასანთი ხელში და წააქეზა გადაწვან ყველაფერი”- რას წერს გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სამოქალაქო აქტივისტების, ტელეწამყვანების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ ეხმაურება და წერს:
“ოპერაცია “მოგენატრებათ ბიძინა” აქტიურ ფაზაში გადადის…მისცა ბავშვებს ასანთი ხელში და წააქეზა გადაწვან ყველაფერი, რასაც მიწვდებიან.
მერე მოვა და “გადაგვარჩენს” კობახიძის “დესპოტური” რეჟიმისგან. წინასწარ გიხდით მადლობას ბატონო ჩემო….” – წერს გია ხუხაშვილი.