„მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა“ – ისრაელის თავდაცვითი ძალები
„მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაშია ნათქვამი.
ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს.
ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭრელად, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებენ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ და თავშესაფრებში დარჩნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში.

ახალი ინფორმაცია:
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მეორე იერიში განახორციელა.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა დარჩნენ, სანამ საჰაერო თავდაცვის სისტემები საფრთხეების განეიტრალებაზე მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში.