16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ყურადღება არ მოადუნოთ – რთული და სტრესული დღე გელით. კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას სიტყვები აკონტროლეთ და დაუფიქრებელ მოქმედებებს მოერიდეთ. წარმატებული პერიოდია შესყიდვებისა და კარიერული წინსვლისთვის. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ლიდერად ჩამოყალიბდებით და კარიერულ პოზიციას გაიუმჯობესებთ.
კურო
თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ყველა დაგეგმილი საქმე წარმატებით დაასრულოთ. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მოსალოდნელია კონფლიქტი ხელმძღვანელთან, რაც საქმის შედეგებზე გავლენას იქონიებს. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, განსაკუთრებით – გონებრივს. საღამოს შეეცადეთ, მაქსიმალურად მოდუნდეთ და დაისვენოთ.
ტყუპები
სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მცდარ ინფორმაციაზე გაქვთ აგებული, რაც თქვენს საქციელს სასაცილოს ხდის. გამონახეთ დრო და ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმეთ – დიდი ალბათობით, ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის – ენერგიით სავსე ხართ, თუმცა ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს.
კირჩხიბი
ამ დღეს სამსახურებრივი საქმეები და და პიროვნული ურთიერთობები თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას, დისციპლინას და ორგანიზებულობას მოითხოვს. კარგი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის, ოღონდ ეცადეთ, მხოლოდ იმ საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც სხვა ადამიანების ჩარევას არ საჭიროებს. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას – ცუდმა განწყობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.
ლომი
დღის მეორე ნახევარში იმდენად გაბედული და ამბიციური იქნებით, რომ შეიძლება თქვენი შეშურდეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ეჭვიანობა და უსამართლო ბრალდებები, თუმცა ყველაფრის გარკვევას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეთ და საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ. ეცადეთ, საკუთარ პრობლემებსა თუ წარუმატებლობებში არ ჩაიკეტოთ.
ქალწული
ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ შეიძლება მცირე კამათი დიდ კონფლიქტად გადააქციოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტმა აურზაურმა და სტრესმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დაანგრიოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და დასაძინებლად დროულად დაწვეთ.
სასწორი
ეს დღე შეიძლება მძიმე და ემოციურად დამღლელი იყოს, თუმცა მეგობრების მხარდაჭერა უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ. ერიდეთ კამათს და კონფლიქტებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს, რადგან ნერვები და ენერგია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. საღამოს სასურველია განმარტოება და ძალების აღდგენა. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
მორიელი
გრძნობთ, რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება და ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ. ცურვა და სპორტდარბაზში ვარჯიში მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. სასურველია, საღამო სახლის გარეთ, მაგალითად, მეგობრებთან ერთად გაატაროთ, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი სხეულიც და გონებაც პოზიტიური ენერგიით იქნება სავსე. შესანიშნავი დროა უცხო ენების შესწავლისა და ხანმოკლე მოგზაურობისთვის. თავი შეიკავეთ ახალი საქმეების დაწყებისგან. ავტომობილის მართვისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო – ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა მაღალია.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი შრომა შედეგს გამოიღებს. გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ. დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.
მერწყული
ეს დღე პოზიტიური ემოციებით იქნება სავსე. მზად ხართ ყველა სირთულის დასაძლევად. თუ ადრე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებდით, ახლა ამის საშუალება გექნებათ. ეცადეთ, რაიმე საინტერესო კულტურულ ღონისძიებას დაესწროთ – იქ შესაძლოა მნიშვნელოვანი პიროვნებაც გაიცნოთ, რომელიც თქვენს მომავალზე ზეგავლენას მოახდენს.
თევზები
განსხვავებული პოზიციის გამო შესაძლოა, კოლეგებთან უთანხმოება წარმოიშვას. გადაუჭრელი ძველი პრობლემები თავს შეგახსენებთ, მაგრამ ამჯერად საბოლოოდ მოაგვარებთ. შუადღისას შესაძლებელია მცირე უსიამოვნება უფროსთან ან პარტნიორებთან. სწორი გადაწყვეტილებების პოვნაში ოჯახის წევრთა ნდობა დაგეხმარებათ.