მეტროსადგურში, ახალგაზრდა მატარებლის რელსებში ჩავარდა და დაიღუპა
საბერძნეთში, სინდაღმის მეტროსადგურში ტრაგედია მოხდა. ახალგაზრდა კაცი მატარებლის რელსებში ჩავარდა და დაიღუპა.
როგორც გაირკვა, კაცი, რომელიც რელსებიდან დაღუპული ამოიყვანეს, ცნობილი სპორტული მენეჯერია, ანდრეას კირიაკუპულო. ის წლების განმავლობაში საფეხბურთო სფეროში მუშაობდა.
„მის მიერ დატოვებული სიცარიელე შეუვსებელია, ყველა ჩვენგანი, ვისაც მისი გაცნობისა და მასთან მუშაობის სიამოვნება გვქონდა, დანაკარგით შოკირებული ვართ,“ – ნათქვამია კომპანია ProSport-ის განცხადებაში, სადაც ანდრეას კირიაკოპულო 12 წლის მანძილზე მუშაობდა.