ახალი ამბები

ბაღის მომვლელი 21 ბავშვზე ძალადობდა, ზოგჯერ მორიგეობის წინ, მარიხუანას მოიხმარდა – დეტალები

16 ივნისს ბრიტანეთის სასამართლომ ბაღის თანამშრომელი, როქსანა ლეკა გაასამართლა.  უცხოური მედიის ცნობით, ის მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ 21 ბავშვზე ძალადობდა. 

მას შემდეგ რაც როქსანას ქცევაზე ბაღის თანამშრომლებს ეჭვი გაუჩნდათ, ტერიტორიაზე კამერა დააყენეს. კადრებში ჩანდა, რომ 22 წლის როქსანა მათზე ძალადობდა, სცემდა, პირზე ხელს აფარებდა – ზოგჯერ კი ავეჯს ახეთქებდა.  არასრულწლოვნებს შორის ზოგიერთი 6 თვის იყო. 

ლეკამ აღიარა, რომ მორიგეობის წინ მარიხუანას მოიხმარდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, რომ ის მარიხუანას ბავშვის თანდასწრებითაც ეწეოდა. 

როქსანა ბაღში 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში მუშაობდა. მედიის ცნობით, მშობლები ხშირად ჩიოდნენ, რომ მათს შვილებს დაზიანებები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდათ. 

სასამართლომ როქსანას ბავშვებთან მუშაობა სამუდამოდ აუკრძალა.