„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს…“ – გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც დღევანდელი რიცხვით, 19 ივნისით თარიღდება.
ეზოტერიკოსი ამბობს, რომ ეს 2025 წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველებაა.
გოგა მანია ისრაელი-ირანის კონფლიქტსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
„ყველაზე მეტად რაც არ მინდა ასრულდეს, ეს არის, უმძიმესი აფეთქებით გამოწვეული რადიაცია. იმედია, არ გამართლდება ეს, რასაც ახლა ვამბობ, სხვა შემთხვევაში ძალიან დიდ ტრაგედიას მოიტანს.
ისრაელ-ირანის ომში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
მომავალი 3-4 წელი მოვუნდებით ამ საკითხების გავლას, ნგრევას და ისევ შენებას.
წლის მიწურულს, თურქეთში მოსალოდნელია კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა.
მე ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს…“, – ამბობს გოგა მანია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: