სოფლები და ქუჩები თბილისში სადაც ხვალ შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება გაეთიშება:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების სატყეო უბნის, ტაბლიაშვილის, ჟვანიას, საკანდელიძის, კორძაიას, ამაღლობელის, დოლიძის, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ღოღობერიძის, გეგეჭკორის, მოსიძის, თელეთის, ლომინაძის, ბერუაშვილის, სურგულაძის, ჟორდანიას, კოსტავას, ნიქაბაძის, დავითაიას, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბრის“ მომდებერე ტერიტორიის, სართიჭალის, ფაღავას, მესხიშვილის, ლაგოდეხის, ბოროდინის, სევანის, წურწუმიას, ხერხეულიძის, ცისკრის, ირბახის, იზაშვილის, გონაშვილის, ფერიცვალების და ალიხანიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ტაბიძის, ვარაზის, დათუაშვილის, ოფრეთის, კაპანელის, ფერმწერთა, ნუცუბიძის, გაბუნიების, ზაალიშვილის, აფხაიძის, ქედარის და კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
«ენერგო-პრო ჯორჯიას» ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 лет ივნისს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში – შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ოძისი, ბაქაქურები, თვაურები, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, სიმონიანთხევი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.