ახალი ამბები

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

„თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ… გასკდა გული… ჩვენი მაიკო გარდაიცვალა…“, – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.