გია ფე­რა­ძის უფ­რო­სი ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა. ბი­ძი­ნა ფე­რა­ძის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ

“ასე­თი ბი­ჭე­ბი არ უნდა მი­დი­ოდ­ნენ… ბიჭი უსიმ­პა­თი­უ­რე­სი, გო­ნი­ე­რი, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რით, კო­ლო­რი­ტი… მარ­ტო ერთი რამ აკ­ლდა იღ­ბა­ლი… რო­გორ გული მწყდე­ბა აქ რომ აღარ იქ­ნე­ბი, მაგ­რამ მგო­ნი იქ სჯობს, ბიძო”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნანა ერის­თა­ვი.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა, ილი­კო ფე­რა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ბი­ძი­ნა კა­ხეთ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო და სწო­რედ იქ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბოლო წლებ­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და.

გია ფე­რა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი სო­ფი­კო ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ვაჟი ბი­ძი­ნა ფე­რა­ძე, მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე და­ი­ბა­და. მე­ო­თხე შვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ახ­ლობ­ლებ­მა გია ფე­რა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ გა­ი­გეს.

ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ამ წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 1985 წლის 19 მარ­ტი – თბი­ლის­ში უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და. წინა დღეს, მსა­ხი­ო­ბი გია ფე­რა­ძე მე­უღ­ლეს­თან ირი­ნა მი­ქა­ტა­ძეს­თან ერ­თად გუ­და­უ­რი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და.

და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ იცის რა მოხ­და სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს… გიას მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი, კალ­მის ფორ­მის ია­რა­ღი­დან, რო­მელ­საც, თურ­მე სი­გა­რეტ­თან ერ­თად იდებ­და ჯი­ბე­ში, ახლო მან­ძი­ლი­დან გას­რო­ლილ­მა ხუთ მი­ლი­მეტ­რი­ან­მა ტყვი­ამ, 26 წლის ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის გუ­ლის აორ­ტა­ში გა­ი­ა­რა და … მოკ­ლა… მომ­ხდარს ზოგი ეჭ­ვი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებ­და, ზოგი ია­რაღ­თან გა­უფრ­თხი­ლე­ბელ მო­პყრო­ბას…

ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ის­ტო­რი­ა­ზე ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე სტა­ტი­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბო­და. რო­გორ გა­იც­ნეს ზრდას­რულ­მა შვი­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილ მსა­ხი­ობს სხვა­დას­ხვა მე­უღ­ლე­ე­ბის­გან ჰყავ­და.

ორი წლის წინ, სა­ბერ­ძნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ფე­რა­ძი­სა და მი­ქა­ტა­ძის სა­ერ­თო შვი­ლი მა­რი­კუ­ნა. ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ფე­რა­ძის უმ­ცრო­სი ვაჟი, გი­ორ­გი ფე­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ძმას ლექ­სით და­ემ­შვი­დო­ბა.

წყარო: ambebi.ge