ახალი ამბები

“ლევანმა უთხრა ადგილების მეტი რა არის, რაღა ჩემი კარის წინ უნდა დააყენო მანქანაო… დაიწყო ჩხუბი” – ვინ დააკავა მკვლელობისთვის პოლიციამ და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ისან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა. ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­საც. ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვე­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი პარ­კინ­გის ად­გი­ლის გამო მოხ­და და მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლი 44 წლის მი­ში­კო მა­ძღა­რაშ­ვი­ლია. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

  • “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 37 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ჩხა­ი­ძე.
ამ­ჟა­მად ლე­ვან ჩხა­ი­ძის სახ­ლი და­ლუ­ქუ­ლია.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა მე­ზობ­ლებს შო­რის გუ­შინ სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი პარ­კი­რე­ბა იყო.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­ში­კო მა­ძღა­რაშ­ვილ­მა ლე­ვან ჩხა­ი­ძეს მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

“არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ხელი არ და­უ­კა­რე­ბია მი­ში­კოს არა­ვის­თვის. სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ბრალ­დე­ბუ­ლის­გან წა­მო­ვი­და. მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის გამო ადა­მი­ა­ნი თა­ვის ჭიშ­კარ­თან მოკ­ლეს, ია­რა­ღი გა­მო­ი­ტა­ნა და ეს­რო­ლა მი­ში­კოს. არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას ჩვე­ნი მე­გობ­რის სული შე­უ­რა­ცხყონ. კაცი მორ­წმუ­ნე იყო, მარ­ხვა­ზე იყო. ტყუ­ი­ლებს ავ­რცე­ლე­ბენ, თით­ქოს ჩხე­ი­ძის სახ­ლში ათამ­დე პირი შე­იჭ­რაო. ყვე­ლა მე­ზო­ბელს ეში­ნო­და მაგ ადა­მი­ა­ნის, ია­რა­ღით ემუქ­რე­ბო­და ხალ­ხს” – ჰყვე­ბი­ან მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

“ბიზ­ნეს­მე­ნია, მე მგო­ნი კორ­პუ­სებს აშე­ნებ­და. წყნა­რი ადა­მი­ა­ნია, ამ­დე­ნი წე­ლია აქ ცხოვ­რობს და მა­გი­სი ხმა არ გაგ­ვი­გია. პირ­და­პირ ცხოვ­რო­ბენ მდგმუ­რე­ბი, მა­გის წინ აჩე­რებ­დნენ მან­ქა­ნას და ლე­ვა­ნიმ უთხრა შე­ნიშ­ვნა, გა­და­ა­ყე­ნეო. ად­გი­ლე­ბის მეტი რა არის, რაღა ჩემი კა­რე­ბის წინ უნდა და­ა­ყე­ნოო. იმის მერე და­ი­წყო ჩხუ­ბი. გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გე, მაგ­რამ რო­გორ მოხ­და არ ვიცი. მდგმუ­რე­ბი ბევ­რნი იყ­ვნენ და ნას­ვა­მე­ბიო…“ – აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

წყარო: ambebi.ge