“დღეს საქართველო ებრძვის შიგნიდან მართულ კრემლის რეჟიმს… დაიცავით ქართველი ხალხი!” – ია ფარულავა აშშ-ს მიმართავს
მსახიობი ია ფარულავა საზოგადოებას მიმართავს და 4 ივლისს დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ახლა ხალხმა ხმა უნდა მიაწვდინოს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს და ამისთვის აქტიურობაა საჭირო.
- “საქართველო არ დაიჩოქებს! საქართველო იბრძოლებს! საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!
დღეს საქართველო ებრძვის შიგნიდან მართულ კრემლის რეჟიმს. ხელისუფლებას, რომელიც აწამებს, აპატიმრებს და ახშობს თავისუფალ ხმას. ეს ოლიგარქიული კლანი რომელიც მოსკოვიდან იღებს დავალებებს და მოქმედებს რუსეთის ინტერესებით.
დღეს დემოკრატიის კი არა – სახელმწიფოს სიცოცხლის უფლებაა საფრთხეში!
ფულმა შიშმა თუ ნიჰილიზმმა გააჩუმა თითქმის ყველა.
მაგრამ ჩვენ არ დავდუმდებით!
ჩვენ არ დავიხევთ უკან – იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო!
უკვე 34 წელია, ამერიკა საქართველოს გვერდში უდგას.
და დღეს – ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს:
დაიცავით თქვენი პარტნიორი! დაიცავით ქართველი ხალხი! MEGOBARI Act – უნდა გახდეს კანონი!