ახალი ამბები

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვერძებო, ეცადეთ ოჯახთან მეტი დრო გაატაროთ. ახლობლები მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გაგიწევენ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. უახლოეს დღეებში ნათესავები სასიამოვნო ამბით გაგახარებენ. ამ დღეს მეტი თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ როგორც სიტყვებში, ისე ქცევებში. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ოჯახური სიმყუდროვით დატკბეთ – მაგალითად, მობილური ტელეფონი გამორთოთ და მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენოთ.

კურო

გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან შესაძლოა, კონფლიქტი თქვენს საწინააღმდეგოდ გადაწყდეს. ეს დღე წარმატებული იქნება და ბევრ სასიამოვნო სიახლეს მოგიტანთ, მაგრამ თავს მაინც უკმაყოფილოდ იგრძნობთ. უმჯობესია ყურადღება სხვა სახის საქმიანობაზე გადაიტანოთ – შესაძლოა, ყველაფერს გადაჭარბებულად აღიქვამთ. საკუთარ თავში ჩაკეტვით მხოლოდ ახლობლებს გააღიზიანებთ.

ტყუპები

ტყუპებო, კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში უხეშობას და აგრესიულობას ერიდეთ – ამას შეიძლება დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. გათავისუფლდით ძველი წყენებისგან და გული ახალ, პოზიტიურ ფიქრებს გაუღეთ. საღამოს შოპინგი დიდ სიხარულსა და დადებით ემოციებს მოგიტანთ. შანსი გაქვთ, რომ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტს დააფინანსებს. აუცილებლად გამოყავით დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

კირჩხიბი

ამ დღეს კირჩხიბებმა სჯობს გასეირნებებსა და ექსკურსიებს თავი აარიდოთ. ყურადღება არ მოადუნოთ – შესაძლოა ვიღაცამ თქვენი ყალბი ინფორმაციით მოტყუება სცადოს, ამიტომ ყველაფერი გადაამოწმეთ. კარგი დროა იოგისა და მედიტაციისთვის. ამ დღეს პროფესიულ და შემოქმედებით სფეროში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.

ლომი

რთული დღეა. შესაძლოა, მოვლენები თქვენთვის არახელსაყრელი სცენარით განვითარდეს, მაგრამ განსაკუთრებული მოთმინება და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. თუ ახალი შესაძლებლობებით სწორად ისარგებლებთ, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ქალწული

ქალწულებს ამ დღეს ენერგიის ნაკლებობა შეაწუხებთ. შესაძლოა პარტნიორის შესახებ უსიამოვნო ჭორები გაიგოთ. სანამ ინფორმაციას არ გადაამოწმებთ, წყენა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. პროფესიულ უთანხმოებასაც ადვილად დაძლევთ და ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. ეცადეთ, საღამო ოჯახში გაატაროთ – ეს მოდუნებაში და გადაჭარბებული დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით რისკის შემცველ საქმეში, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობას ავნოს.

სასწორი

ამ დღეს ბედი თქვენს გამძლეობას გამოცდის. მთავარია, აქტიურობა გამოიჩინოთ და გარემოებებს სწრაფად მოერგოთ. დღევანდელი შესყიდვები წარმატებული იქნება, ოღონდ ქსოვილებისა და ძვირფასეულობის შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და წყენა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მორიელი

ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ზედმეტი თავდაჯერება შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს. იყავით ენერგიული და მიზანსწრაფული – ეს ახალი წამოწყებებისთვის ძალასა და მოტივაციას მოგცემთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის.

მშვილდოსანი

ამ დღეს ემოციური ფონი და ფსიქოლოგიური დაძაბულობა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ – ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ. იზრუნეთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროსაც მოძებნით.

თხის რქები

ამ დღეს გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი საფუძვლიანად უნდა განიხილოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ მისცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ. ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა კოლექტიურზე უფრო ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ, დაწყებული საქმე თავად დაასრულოთ.

მერწყული

არსებობს საფრთხე, რომ მტრულად განწყობილი ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ, ამიტომ, სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად გადაამოწმეთ, კანონიერია თუ არა თქვენი ქმედება. იზრდება ტრავმის მიღების ალბათობა. ეცადეთ, უცხო ადგილებში, ხანგრძლივ სეირნობას თავი აარიდოთ.

თევზები

ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ. შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდეთ ან თქვენს წრეში არასასურველი ადამიანები გამოჩნდნენ. თევზებო, კრიტიკულ შენიშვნებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ნებისმიერ ვითარებაში ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნეთ. თუ მეტს მოუსმენთ და ნაკლებს ილაპარაკებთ, შეიძლება საინტერესო სიახლე გაიგოთ.