რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთი პრაქტიკულად სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად მოსკოვმა პასუხი უნდა გასცეს მას და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული დარტყმები განახორციელოს.
“დღეს რაც ხდება, არის მარიონეტული ომი, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით, ხმამაღალი განცხადებებით ევროპის მილიტარიზაციის შესახებ.
ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და მათ პასუხი გავცეთ“, – განაცხადა მან.