ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. რომ 15 წლის იყო.

მიმდინარე წლის 28 მარტს, 15 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მიიღო თავის ტვინის მძიმე დაზიანება.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

რომას სკოლის პედაგოგები ემშვიდობებიან:

„გლოვის ზარმა ჩამოკრა მაღლაკის პირველ საჯარო სკოლაში. ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა მეცხრე კლასის მოსწავლე რომა დგებუაძე. ეს საშინელება 29 მარტს მოხდა. მას შემდეგ რომა თურქეთის კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს, თურქი ექიმებიც მუხლჩაუხრელად იბრძოდნენ რომას გადარჩენისათვის, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა.ჩვენი ღიმილა ბიჭი აღარ გვყავს.არადა,როგორ უყვარდა სიცოცხლე, თანატოლები, აღმზრდელ- მასწავლებლები. პირმცინარი გვესალმებოდა ყველგან, სადაც არ უნდა შევხვედროდით, ჰქონდა მიზნები, უნდოდა ცნობილი ფეხბურთელი დამდგარიყო…

ვაი,რომ ფუჭად ჩაიარა ყველაფერმა. ღმერთო,რატომ დაუშვი ეს შეცდომა, რატომ წაგვართვი სიყვარულით სავსე თვალხატულა ბიჭი…როგორ გაგვიუფერულდება რომა 15 სექტემბერი ,შენ რომ არ შემოაღებ სკოლის კარებს და არ მოგვანათებ სითბოთი სავსე თვალებს, კაცურად არ მოგვესალმები, როგორც ეს შენ გჩვეოდა.

ნათელში გვეყოლე, ჩვენო საყვარელო ბიჭო, შენ მკვდრად არასოდეს ჩაითვლები, მუდამ იცოცხლებ თითოეული პედაგოგისა და თანაკლასელის გულში. მაღლაკის პირველი საჯარო სკოლა დიდი ტკივილით გამოხატავს ღრმა მწუხარებას რომა დგებუაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს“,- წერს სკოლის მასწვალებელი.