ბანგლადეშში სამხედრო თვითმფრინავი სკოლის შენობას დაეცა, რის შედეგადაც სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა უტარაში მოხდა. თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიების დაწყების შესახებ აცხადებენ. მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.