იტალიაში ულტრამსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ANSA წერს.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბორტზე 2 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ნამსხვრევებმა რამდენიმე მანქანა დააზიანა, თუმცა მძღოლები არ დაშავებულან.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ საიდან აფრინდა ულტრამსუბუქი თვითმფრინავი.