ლიზი მიქაძე — 18 წლის გოგონაა ქუთაისიდან, რომელსაც მსოფლიოს 17 პრესტიჟული უნივერსიტეტი სასწავლებლად იწვევს სრული დაფინანსებით.
ლიზი პირველი მოსწავლეა ქუთაისიდან, ვინც ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სტიპენდია მოიპოვა და დაიწყო საერთაშორისო ბაკალავრიატის სწავლა თბილისში, მაგრამ ეს გზის დასაწყისი იყო იყო.
ლიზი მიქაძემ მიიღო მოწვევა ისეთი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა:
Princeton University — აშშ
National University of Singapore — სინგაპური
University of Exeter და Hult International Business School — გაერთიანებული სამეფო
University of British Columbia (UBC) — კანადა
Vrije Universiteit Brussel — ბელგია
University of Hong Kong — ჰონგ კონგი
Esade University — ესპანეთი
და რაც ყველაზე გამორჩეულია — ლიზი პირველი ქართველია, ვინც Hult International Business School-ის ლონდონის კამპუსიდან მიიღო სრული დაფინანსება, რომლის ღირებულება მილიონ ფუნტს აჭარბებს.
ლიზიმ საბოლოო არჩევანი ჰონგ კონგის უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც გააგრძელებს სწავლას სრული დაფინანსებით, გლობალურ ბიზნესსა და ფინანსებზე, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ცენტრში.
წყარო: megatv.ge