“15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს დედაც გადარჩება თუ არა არ იციან…” “ჩვენი გიო. ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიტყვები ზედმეტია. უფალმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პატარა ანგელოზი” _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები.
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა . ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვი გამთენიისას დაიღუპა. რაც შეეხება დედას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.