რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყოველი ახალი ულტიმატუმი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვს უყენებს, ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ამის შესახებ მედვედევი სოციალურ ქსელ x-ზე წერს.

„ტრამპი ულტიმატუმების თამაშს თამაშობს რუსეთთან: 50 დღე ან 10. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს:

1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის.

2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით“, – წერს დიმიტრი მედვედევი.