ჰამასი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ ათხრევინებენ ღაზაში, ბუნკერში მყოფ ისრაელელ მძევალს, ევიათარ დავიდს საკუთარ საფლავს.

კადრებში ადვილად შესამჩნევია, რომ მძევალი ნაშიმშილები და დასუსტებულია

,,დღეს 27 ივლისია, შუადღის 12:00 საათი, არ ვიცი რას შევჭამ. რამდენიმე დღეა, არ მიჭამია.

ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ დიდი ხანია”, – ამბობს ვიდეოში ტყვე.

შემდეგ კი ის, ტერორისტების სავარაუდო კარნახით, ამბობს:

,,დრო იწურება… ვთხრი საფლავს, რომელშიც ალბათ, მე ჩამაწვენენ”.

მედიასაშუალებებს დავიდის ოჯახის წევრებმა დართეს ვიდეოს გამოქვეყნების ნებართვა.

წყარო: “რადიო თბილისი”