გორ­ში, ცა­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ ეტაპ­ზე სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუხ­ლი შე­საძ­ლოა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

“მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. აქვე მო­გახ­სე­ნებთ, რომ ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თით­ქოს ცხე­დარს აღე­ნიშ­ნე­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, არის სიც­რუე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან და და­ე­ლო­დონ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გო­რის მე-11 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე, გი­ვი­კო გი­გო­ლაშ­ვი­ლია.

მო­ზარ­დის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბაა.

“დღეს მე მოს­წავ­ლე მო­მიკ­ლეს სიყ­ვა­რუ­ლის, სიმ­შვი­დის და ერ­თგუ­ლე­ბის ბიჭი…. მტკი­ვა , ძა­ლი­ან მტკი­ვა”

“ცხოვ­რე­ბა წა­მებ­ში ინ­გრე­ვა … და ამ წა­მებ­მა დღეს უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭს სი­ცო­ცხლე წა­არ­თვეს. მოკ­ლეს ჩემი შვი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი… კლა­სე­ლი… ისე­თი თბი­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი და გუ­ლით სუფ­თა ბიჭი ვერ აღვწერ, რა იგ­რძნო ჩემ­მა შვილ­მა, როცა გა­ი­გო… გული მეგლი­ჯე­ბა, როცა ვუ­ყუ­რებ მის ტკი­ვილს… ტკი­ვილს, რო­მელ­საც სი­ტყვე­ბი ვერ ატევს. სა­დამ­დე უნდა მი­ვი­დეთ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა კა­ცო­ბა მკვლე­ლო­ბა­ში არ აგ­ვე­რი­ოს? სად არი­ან კა­ნო­ნე­ბი, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა შვილ­და­კარ­გულ მშობ­ლებს?!” – წე­რენ და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი/

„პრაიმტაიმი“ რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა.

„არ ვიცი, მკვლელობა იყო თუ რა. მე უბრალოდ ცხედარი დავინახე. ვინაობა არ ვიცით. სისხლი ახლაც ჩანს ძირს. შეიძლება დავარდნის დროს დაარტყა თავი, ზუსტად ვერ გეტყვით…

დილით რომ ჩამოვედი და ძირს დაგდებული ვნახე, შოკი მივიღე, ღმერთო, ნეტა არ დამენახა. თვალებიდან არ ამომდის. ამაზე დიდი საშინელება არ მინახავს“, – გვიყვება ერთ-ერთ ადგილობრივი.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია.