ინ­დო­ეთ­ში, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გა­მო­ცე­მა “რო­ი­ტე­რი” ად­გი­ლობ­რივ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ჩა­შო­ტის ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ინ­დუ­ის­ტი ტუ­რის­ტე­ბის­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია, სულ მცი­რე 46 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 200-ზე მეტი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

  • სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის თა­ნახ­მად, წვი­მის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ­მა წყალ­დი­დო­ბამ გზე­ბი დატ­ბო­რა, შე­ნო­ბე­ბი და­ან­გრია და მან­ქა­ნე­ბი წა­ი­ღო.

სტი­ქია ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 11:30 სა­ათ­ზე მოხ­და. ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია და კა­ტას­ტრო­ფე­ბის რე­ა­გი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

“ასე­ვე გა­აქ­ტი­ურ­დნენ არ­მი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და კიშტვა­რის ოლ­ქის დი­ვი­ზი­ის კო­მი­სარ­მა რა­მეშ კუ­მარ­მა.

გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. უა­მინ­დო­ბის გამო გა­უქ­მდა რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლე­ბიც პა­რას­კევს ინ­დო­ე­თის ბრი­ტა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყო და­გეგ­მი­ლი.

ამ თვის და­სა­წყის­ში, ინ­დო­ე­თის ჩრდი­ლო­ეთ უტა­რაკ­ჰან­დის შტატ­ში, ჰი­მა­ლა­ის მთი­ა­ნეთ­ში მდე­ბა­რე სო­ფელ­ში წყალ­დი­დო­ბის კი­დევ ერ­თმა ტალ­ღამ სულ მცი­რე ოთხი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

წყა­რო