“როიტერი” უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით პუტინის მიერ წამოყენებულ პირობებს აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უკრაინისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიმართ ღია იყო. მათ მიერ გამოქვეყნებული პირობები კი ასეთია: 

– უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, მაგრამ სუმისა და ხარკოვის ოლქების ტერიტორიები უკრაინის კონტროლს დაუბრუნდება

– რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს 

– უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს 

– სრულფასოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე ზავი არ იგეგმება

– ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება

– რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნა

– უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აკრძალვა

– რუსული ენის ოფიციალური სტატუსი უკრაინის ზოგიერთ ნაწილში ან მთელ უკრაინაში, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თავისუფლად მოქმედების უფლება.