ბრიტანელი მსახიობი ტერენს სტემპი 87 წლისა გარდაიცვალა. Reuters-ი წერს, რომ სტემპმა გამორჩეული მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც ადამიანებს მრავალი წლის განმავლობაში შთააგონებს.

სტემპი 1938 წელს, ლონდონში დაიბადა. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი მან 1962 წლის ფილმში „ბილი ბადი“ შეასრულა, რამაც „ოსკარის“ ნომინაცია და „ოქროს გლობუსი“ მოუტანა საუკეთესო დებიუტისთვის.

1978-2019 წლებში სტემპმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა.

კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს “ოქროს გლობუსი”, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო, “ოსკარის” ნომინაცია.