ავარიას ქუთაისის ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელი ემსხვერპლა.

ბორჯომში მომხდარ ავტოკატასტროფას ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ გელაშვილი ემსხვერპლა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზურას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ ოჯახსა და მეგობრებს. – წერს კლუბი სოციალურ ქსელში.