რკინიგზის მშენებარე ხიდის მონაკვეთზე სამშენებლო ფოლადის კაბელის გაწყვეტის შედეგად კონსტრუქცია ჩამოინგრა, 12 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაკარგულად ითვლება.

შემთხვევა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სიჩუან-ცინხაიში მოხდა. ინფორმაციას Xinhua news-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ღამით მოხდა, როდესაც ადგილზე 16 მშენებელი მუშაობდა. მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიება.